გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
შოლცის თქმით, დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინა გერმანიისგან 50 მილიარდ ევროს მიიღებს სესხის სახით.
შოლცის თქმით, გერმანია იყო და რჩება ქვეყნად, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტ დახმარებას უწევს ევროპულ ქვეყნებს შორის.
„და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროს სესხის სახით, რომელსაც დიდ შვიდეულთან ერთად ვიწყებთ. ეს უკრაინას მისცემს საშუალებას, შეიძინოს დიდი ოდენობის იარაღი“, – წერს კანცლერი X-ში.
შეგახსენებთ, გერმანულია მედია ცოტა ხნის წინ წერდა, რომ გერმანიის მთავრობა უახლოეს მომავალში უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას არ გაუწევდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტრო განაცხადა, რომ ცნობები გერმანიის მთავრობის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტის შესახებ არაკორექტული და მანიპულაციურია.