საფრანგეთის სამხრეთში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 3 000-მდე ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავდა 11 ადამიანი.
ხანძარი აღმოსავლეთ პირენეის სამხრეთით ზღვისპირა ქალაქ კანე-ან-რუსიონთან ახლოს გაჩნდა.
ხანძარი ტყეში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.
ხანძრის გამო 3000-ზე მეტი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა კემპინგიდან, რომლებიც საზოგადოებრივ შენობებში გადაიყვანეს.
ხანძრის ქრობის ოპერაციაში ასამდე მეხანძრე და 27 ერთეული ტექნიკა ჩაერთო.
ცეცხლმა კემპინგში მაინც შეაღწია, დაიწვა რამდენიმე მანქანა და სახლი. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.