დანიამ უკრაინას უფლება მისცა გამოიყენოს მის მიერ გადაცემული იარაღი აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლიუკე რასმუსენის განცხადებით, პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის ნაწილია.
მისი თქმით, დანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი რჩება, მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეტევისა.
მისი თქმით, თავდაცვა შეიძლება მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას. თუ ამის ფარგლებში თქვენ თავს დაესხმებით შემტევი მხარის ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ობიექტებს, მაშინ ეს მთლიანად ომის წესების ფარგლებშია“, - ხაზგასმით აღნიშნა რასმუსენმა.