კურსკის ოლქის ცხრა სასაზღვრო რაიონიდან 121 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათგან 650-ზე მეტმა საშიში ზონები ბოლო 24 საათის განმავლობაში დატოვა, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, არტიომ შაროვმა განაცხადა.
„ევაკუაციის დაწყებიდან, ცხრა სასაზღვრო რაიონიდან, 121 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი უსაფრთხო ტერიტორიებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში 650-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ტერიტორია დამოუკიდებლად“, – აღნიშნა შაროვმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაყვანა ამ დრომდე გრძელდება.
მისი განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ათავსებენ როგორც ნათესავებთან, ასევე დროებით საცხოვრებელში.
შაროვის თქმით, დღეისათვის კურსკის ოლქში განლაგებულია 84 დროებითი დროებითი ცენტრი, სადაც 6,5 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული.