თაღლითობისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ბოიუქაღა მიქაილოვი და საქართველოს მოქალალაქე შაქირ მუსაევი.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ პირებს საქართველოდან აზერბაიჯანში გადაჰყავდათ სხვადასხვა სახეობის პირუტყვი და ამზადებდნენ ყალბ საგადასახადო დოკუმენტაციას, რომელიც აღნიშნული ექსპორტის განხორციელებისათვის იყო საჭირო. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როცა მათ ერთ-ერთ მეწარმეს თაღლითურად გამოართვეს 6 000 აშშ დოლარი და დაჰპირდნენ, რომ ექტსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის გატანას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი"-ს გავლით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნვლყოფდნენ.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობს ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.