ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისთვის ელექტრომობილი Cybertruck-ი არ უჩუქებია.
„სერიოზულად, იმდენად სულელი ხარ, რომ გგონია, რუს გენერალს Cybertruck მივეცი? ეს საოცარია. თქვენ ხართ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება მოძველებული მედია“, - დაწერ მასკმა X-ში ჟურნალისტ სეტ აბრამსონის პოსტზე კომენტირებისას.
17 აგვისტოს, კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო ტელეგრამარხზე, სადაც ნაჩვენებია, რომ ის გროზნოს გარშემო მოძრაობს Cybertruck-ით, რომელსაც სახურავზე დამონტაჟებული აქვს ტყვიამფრქვევი.
კადიროვმა დაწერა, რომ მან ელექტრომობილი მიიღო "პატივცემული ელონ მასკისგან", ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელისგან. Cybertruck "მალე გაიგზავნება "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში და უამრავ სარგებელს მოუტანს ჩვენს ჯარისკაცებს", - წერდა კადიროვი.