რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნის ფონდის საქმიანობა რუსეთში "არასასურველად" ცნო.
"რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად ცნო უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის "კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის" (Clooney Foundation for Justice) საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ორშაბათს გენერალურმა პროკურატურამ.
პროკურატურის მტკიცებით, ფონდი მხარს უჭერს "მხარს ქვეყნიდან გაქცეულ ცრუ პატრიოტებს, აკრძალული ექსტრემისტული ასოციაციებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს".
ჯორჯ კლუნმა და მისმა მეუღლემ ამალი კლუნმა ფონდი 2016 წელს დაარსეს. ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და სამართლებრივ დახმარებას უწევს ადამიანებს, რომელთა მიმართ უფლებები დაირღვა.
ფონდი ასევე ჩართულია რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების საქმეში.
"არასასურველად" გამოცხადებულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ. ამ აკრძალვის მიუხედავა საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ან/და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა.