18 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამა მოიცავს მოლაპარაკებებს პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის, რომლის დროსაც "პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე".
"განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული პრობლემები", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ვიზიტის შემდეგ იგეგმება სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი განცხადება და რამდენიმე დოკუმენტის ხელმოწერა.
ბოლოს პუტინი ბაქოში 2018 წელს იმყოფებოდა, ალიევი მოსკოვში ჩავიდა 2024 წლის აპრილში.