კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კუნძულ მადეირაზე ჯერჯერობით ვერ ხერხდება ხანძარზე კონტროლი, რომელიც რიბეირა ბრავას რაიონში ოთხშაბათს, 14 აგვისტოს გაჩენდა.
მადეირას სამოქალაქო დაცვა იუწყება სამი აქტიური კერის შესახებ.
სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 200 მეხანძრე და 38 მანქანაა ჩართული, თუმცა კუნძულზე არსებული მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს.
ხანძრის შემდეგ სერა დე აგუას რაიონში მეწყერი დაიწყო. უსაფრთხოების მიზნით ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მადეირას კუნძულზე დაკეტილია რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი და რეკრეაციული ზონა.
ამ დროისთვის დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კუნძულ მადეირაზე დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს.