აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
წვრთნები მიზნად ისახავს მათი ერთობლივი თავდაცვის გაძლიერებას ბირთვული ჩრდილოეთ კორეის წინაშე, რომელმაც კვლავ დაადანაშაულა მოკავშირეები შეჭრის მზადებაში.
ყოველწლიური საზაფხულო წვრთნები ტარდება კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის იარაღის დემონსტრირებისადა აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ტემპები გაძლიერებულია.
წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გაიმეორა ჩრდილოეთ კორეის მტკიცება, რომ ასეთი წვრთნები არის "პროვოკაციული სამხედრო სწავლება აგრესიის მიზნით".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები გამართლებულია.
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ ერთობლივი წვრთნები მიზნად ისახავს მომზადებას ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე მზარდი საფრთხეების დასაძლევად.
სწავლება მოიცავს როგორც კომპიუტერულ საბრძოლო თამაშებს, ასევე 40-ზე მეტ საველე წვრთნას. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე პროგრამა ორიენტირებულია ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა საფრთხის წინააღმდეგ მათი მზადყოფნის გაძლიერებაზე. წვრთნებში 19 ათასამდე სამხრეთ კორეელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამერიკულ მხარეს წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.