პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შანსები მაღალი არ არის. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით პესიმისტურად არის განწყობილი.
„შანსები მაღალი არ არის“, - თქვა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ისრაელი ეფექტურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შუამავლ ქვეყნებთან და არა ჰამასთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ ავივში ჩავიდა. ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ისრაელელ მაღალჩინოსნებს გშეხვედება.
ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება.