გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთავრობა, ახალი გეგმების შესახამისად, მიზოგინიას (ქალთმოძულეობას) ექსტრემიზმის ფორმად განიხილავს. იუწყება BBC
შინაგან საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა გასცა მითითება, გადაიხედოს გაერთიანებული სამეფოს ექსტრემიზმის საწინააღმდეგო სტრატეგია, რათა დადგინდეს, თუ როგორ უნდა დაიძლიოს სახიფათო იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეები.
ხელისუფლების განცხადებით, ქალების მიმართ სიძულვილი ერთ-ერთი იდეოლოგიური ტენდენციაა, რომელიც პოპულარობას იძენს.
კუპერმა თქვა, რომ ექსტრემიზმი იზრდება, როგორც ინტერნეტში, ისე ქუჩებში და „ანადგურებს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის სტრუქტურას“.
კუპერის თქმით, სავარაუდოდ, შესწავლილი იქნება ისლამისტური და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის ზრდა ბრიტანეთში, ასევე უფრო ფართო იდეოლოგიური ტენდენციები, მათ შორის უკიდურესი ქალთმოძულეობა.
ასევე შეისწავლება ახალგაზრდების რადიკალიზაციის მიზეზები და მათი ქცევა. სტრატეგია მონიტორინგს გაუწევს ექსტრემისტულ ტენდენციებს, რათა შეიმუშაოს გზები მათ შესაჩერებლად.
კუპერის თქმით, ახალი სტრატეგია ასევე გამოავლენს ხარვეზებს არსებულ პოლიტიკაში, რომლებიც უნდა გადაიჭრას იმ ადამიანების საქმიანობის აღკევთის მიზნით, რომლებიც ხელს უწყობენ მავნე და სიძულვილით აღსავსე მოწოდებებს და ძალადობას.