გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართაპროპალესტინური მიტინგი, რომლის მონაწილეებიც ჰიტლერის მისალმების დემონსტრირებას ახდენდნენ და ყვიროდნენ ლოზუნგებს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდასაჭერად. ამის შესახებ იწუყება გამოცემა Bild.
ჰამასის“ 300-400-მდე მხარდამჭერმა ბერლინის კროიცბერგის რაიონში მსვლელობა მოაწყო.
ისინი ყვიროდნენ „ჰამასის“ მხარდასაჭერ ლოზუნგებს. დემონსტრირებდნენ „ჰამასის“ სამკუთხედის“ ნიშანს, რომელსაც დაჯგუფების წევრები იყენებენ ებრაელების წინააღმდეგ ტერორის სიმბოლოდ. ერთ-ერთი დემონსტრანტი კამერების წინაშე ნაცისტურ ჟესტს არც კი მოერიდა.
ამის პარალელურად გაიმართა საწინააღმდეგო მცირე დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათა ისრაელის დროშები. პოლიცია მათ დაცვას ცდილობდა, რა დროსაც, მათ ბოთლები, კვერცხები და ქვები დაუშინეს.
პოლიციის ცნობით, აქციის დროს სულ მცირე ათი სამართალდამცველი დაშავდა.