ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, პორტუგალიასთან საზღვრის მახლობლად დაახლოებით 200 ჰექტარი წიწვოვანი ტყე იწვის, ევაკუირებულია ათასამდე ადამიაი. იუწყება El Pais
ხანძარი 17 აგვისტოს გაჩნდა სამორას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კასტილია-ი-ლეოის პროვინციაში, პორტუგალიის საზღვრიდან 10-კილომეტრში.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაზიანდა, ხანძრის ჩაქრობისა და ლიკვიდაციისთვის ხელისშემშლელი პირობები არ არსებობს.
ხანძრის გამო ევაკუირებულია დასახლება სეხას დე ალისტეს 120-მდე, ასევე მეზობელი ტრაბასოსის 850 მცხოვრები ევაკუირებული იქნა.
ევაკუაციის დროს 65 წლის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.