უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია.
"ბელარუსის რესპუბლიკის საზღვართან ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკას რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყანის საამებლად", - აღნიშნა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსმა უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ნაწილები განათავსა. მისი ტკიცებით, უკრაინას ბელარუსის საზღვართან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.