ვლადიმირ პუტინი და ილჰამ ალიევი ბაქოში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტები განიხილავენ მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
რუსული მხარე მზად არის, გააგრძელოს ყველა შესაძლო დახმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – წერს რუსული მედია ვიზიტთან დაკავშირებულ მასალებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ მთავარ ამოცანად რჩება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა, რეგიონში სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა 2020-2022 წლების უმაღლეს დონეზე სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით.