საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგული ვარსკვლავის, ალენ დელონის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ~ეხმიანება.
როგორც მაკრონი X-ში წერს, ალენ დელონი იყო მეტი, ვიდრე ვარსკვლავი.
„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა შეასრულა ლეგენდარული როლები და მთელ მსოფლიოს ოცნებისკენ უბიძგა. მისმა დაუვიწყარმა სახემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის მეტი იყო, ვიდრე ვარსკვლავი: ის ფრანგული მონუმენტი იყო“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ფრანგული კინოს ლეგენდა 88 წლის გარდაიცვალა.