როსტოვის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწყობებში დიზელის საწვავის საცავში ხანძარი გაჩნდა.
ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს უკრაინული დრონები, მათი ნამსხვრევები ჩამოვარდა პროლეტარსკის ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე და ამიტომაც გაჩნდა ხანძარი.
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ განხორციელდა დრონებით მორიგი თავდასხმა, რის გამოხ ხანძრის ქრობის სამუშაოები შეფერხდა.
პროლეტარსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დონის როსტოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 160 კმ-ში.
გავრცელებული ცნობით, ნავთობის საწარმოს 5 უკრაინული დრონი დაეჯახა.