გერმანიაში საქსონიის ფედერალურ მიწაზე ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Highfield-ზე ატრაქციონ „ეშმაკის ბორბალზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Bild სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ლაიფციგის მახლობლად მდებარე შტრიომჰალის ტბის მახლობლად ფესტივალზე ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა: გაურკვეველი მიზეზების გამო ცეცხლი ატრაქციონის ერთ-ერთ კაბინას გაუჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი მეორეზე კაბინაზეც გავრცელდა.
„ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველა მათგანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - განუცხადა გამოცემას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
გერმანიის წითელი ჯვრის ცნობით, სულ მცირე ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. Bild-ის ცნობით, ისინი კვლავ საავადმყოფოში იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.