ირანმა გადაწყვიტა გადადოს ისრაელზე შურისძიება თეირანში ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რათა შუამავლებს საშუალება მისცეს გააგრძელონ მუშაობა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ირანელმა, ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. იუწყება The New York Times.
გამოცემამ ორ ირანელ ოფიციალურ პირსა და სამ სხვა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ კატარის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დაურეკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი ბაგერი კანის და მოუწოდა თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისგან და გაითვალისწინონ დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალ ტანი გაესაუბრა ბაგერი კანის. საუბრისას მათ ხაზი გაუსვეს „რეგიონში სიმშვიდისა და დეესკალაციის აუცილებლობას“. ამასთან, ბაგერი კანიმ აღნიშნა, რომ კატარის პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების სშეაფასებისას, აღნიშნა, რომ ის სენსიტიურეტაპზეა.
The New York Times აღნიშნავს, რომ ეგვიპტემ, ყატარმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ შუამავლებმა ისრაელსა და ჰამასს წარუდგინეს წინადადება გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც შეესაბამება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 31 მაისს დადგენილ პირობებს და რომელიც მოგვიანებით დაამტკიცა გაეროს უშიშროების საბჭომ.
„ეს წინადადება ეფუძნება გასულ კვირაში მიღწეული შეთანხმების სფეროებს და ავსებს დარჩენილ ხარვეზებს ისე, რომ უზრუნველყოფს შეთანხმების სწრაფ განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კატარში მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც დოჰაში 15- 16 აგვისტოს გაიმართა, ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა აჰმედ ფაჰმიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული და წარიმართა პოზიტიურ ატმოსფეროში. მისივე თქმით, კონსულტაციების ახალი რაუნდი გაიმართება კაიროში ერთი კვირის განმავლობაში.