უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე მშობლიურ სოფელ შინდისში სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
გაგნიძე 47 წლის იყო. ბონდო გაგნიძის მამის თქმით, ის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკრაინულ მიწაზე 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. ქართველი მებრძოლი ლუგანსკის მისადგომებთან დაიღუპა, ის საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.
ფოტო; რადიო თავისუფლება