უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონშიხელს უშლის რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საიდუმლო მვდელობებს, ამის შესახებ The Washington Post დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
მათი თქმით, დაპირისპირებულ ქვეყნებს კატარში არაპირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაემართათ ორივე მხარის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შეთანხმების შესახებ.
აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი ამ თვეში აპირებდნენ დელეგაციების გაგზავნას დოჰაში შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის.
დიპლომატმა, რომლისთვისავ ცნობილია გარემოებებითქვა, რომ კატარი ბოლო ორი თვის განმავლობაში კიევთან და მოსკოვთან ენერგეტიკულიობიეტქების წინაააღმდეგ დარტყმების მორატორიუმს განიხილავდა.
მისი თქმით, ორივე მხარე შეთანხმდას დოჰაში სამიტის გამართვაზე და მხოლოდ მცირე დეტალების შემუშავება იყო დარჩენილი.
მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებშიც კატარელები მოქმედებდნენ როგორც შუამავლები და ცალ-ცალკე შეხვდნენ უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს, გასულ კვირას კურსკის ოლქში უკრაინის მოულოდნელმა შეჭრამ ჩაშალა.
დიპლომატის თქმით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთში უკრაინელების შეჭრის შემდეგ, კატარის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გადადეს
მისივე თქმით, მოსკოვის დელეგაციამ მომხდარს "ესკალაცია" უწოდა. ამასთან, დიპლომატმა აღნიშნა, რომ კიევს არ გაუფრთხილებია დოჰა, კურსკში მისი შეტევის შესახებ.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ რუსეთს მოლაპარაკებები არ გააუუქმებია და დრო ითხოვა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა თავისი დელეგაციის გაგზავნა დოჰაში, კატარმა უარი თქვა, რადგან ცალმხრივი შეხვედრა არ მიიჩნია სასარგებლოდ.
The Washington Post-ის კითხვებზე საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ დოჰაში სამიტი გადაიდო „ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო“, მაგრამ გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში 22 აგვისტოს, რის შემდეგაც. კიევი პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავს.
"მიუხედავად იმისა, რომ კიევმა შესაძლოა გააუმჯობესა თავისი მომავალი მოლაპარაკებების პროცესში პოზიცია ტერიტორიების დაკავების წყალობით, მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ალბათობა, როგორც ჩანს, შემცირდა. ამ კვირაში პუტინმა საჯაროდ დადო პირობა, რომ მოლაპარაკებებისას არ შეარბილებს თავის პოზიციას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - წერს გამოცემა.