დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ნება დართოს კიევს, გამოიყენოს Storm Shadow -ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე, ფაქატობრივად ვაშინგტონის მიერ იბლოკება.
გამოცემა Times-ის წყაროებმა ბრიტანეთის მთავრობაში, განაცხადეს, რომ მოთხოვნა ვაშინგტონში Storm Shadow-ის გამოყენების ნებართვის თაობაზე ერთი თვის წინ გაიგზავნა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
ერთმა წყარომ თქვა, რომ „Storm Shadow -ის ირგვლივ დისკუსიები მოკავშირეებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხოლო მეორე წყარომ მას „აშშ-ის რუტინული პროცესი“ უწოდა.
როგორც Times აღნიშნავს, იმისათვის, რომ ლონდონმა დაუშვას უკრაინის მიერ თავისი შეხედულებისამებრ რაკეტების გამოყენება, დიდმა ბრიტანეთმა უნდა მიიღოს ნებართვა მისი მოკავშირეებისგან - შეერთებული შტატებისგან, საფრანგეთისგან და ნატო-ს სხვა წევრებისგან.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, საბრინა სინჰგმა განაცხადა, რომ როდესაც საქმე ეხება უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას, აშშ შიშობს შესაძლო ესკალაციის გამო.
Times-ის ცნობით, შეერთებული შტატები, შესაძლოა, ელოდება კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის შედეგებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს.