თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ტყის ხანძრები, რომელიც ქვეყნის დასავლეთით, თურქეთის კურორტ იზმირში გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო ჯერჯერობით კონტროლს არ ექვემდებარება.
„იზმირში ტყის ხანძრების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო ბრძოლა გრძელდება.
სატყეო ბრიგადების გარდა, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ კატასტროფების მართვის სამსახურის მაშველები, პოლიციის, ჟანდარმერიის, სახანძრო ბრიგადები და მუნიციპალიტეტები, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც იუწყებიან, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მანამდე თურქეული მედია იტყობინებოდა, რომ თურქეთის კურორტ იზმირის ტყეში პარასკევს დილით გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ ადგილებზე გავრცელდა და რამდენიმე სახლი მთლიანად დაიწვა.