ისრაელის თავდაცვის ძალების ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ალ-ზავაიდაზე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„სულ მცირე თხუთმეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის თავდასხმის დროს ალ-ზავაიდაზე ღაზiს სექტორის ცენტრალურ ნაწილში“, - იტყობინება ტელეარხი.
Al Jazeera -ს ცნობით, თავდასხმა მოხდა საცავზე, რომელშიც პალესტინელები იმალებოდნენ.
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დოჰაში 15 და 16 აგვისტოს გაიმართა. მათში მონაწილეობა მიიღეს ისრაელმა, აშშ-მა, კატარმა და ეგვიპტემ.
„ჰამასის“ დელეგაციამ შეხვედრაზე უარი თქვა.
შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა აჰმედ ფაჰმიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული და წარიმართა პოზიტიურ ატმოსფეროში. მისივე თქმით, კონსულტაციების ახალი რაუნდი გაიმართება კაიროში ერთი კვირის განმავლობაში.