სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბათიაში საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის თავდასხმის შედეგად. იუწყება Reuters
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ავიადარტყმის სამიზნე იყო იარაღის საცავი, რომელსაც იყენებდნენ „ჰეზბოლას“ მებრძოლები.
ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანის ორ სოფელში მდებარე შენობებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა.
დაძაბულობა რეგიონში მკვეთრად გაიზარდა ბოლო კვირებში მას შემდეგ,რაც გოლანის მაღლობზე „ჰეზბოლას“ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ბავშვები.