ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი "გარკვეულწილად სახლში დაბრუნდა".
ლატვიელი მინისტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას კურსკის ოლქში განიხილავს, როგორც აბსოლუტურად ლეგიტიმურ ქმედებებს თავდაცვით ომში, უკრაინის თავისუფლებისა და მთლიანობისთვის ბრძოლაში.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ლატვიის პოზიცია, რომ უკრაინას აქვს უფლება დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე.
”ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ომი გარკვეულწილად დაბრუნდა სახლში,ომი რუსეთმა და პუტინმა დაიწყეს... როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზუსტად თქვა, ომი იქ დაბრუნდა, სადაც დაიწყო“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ ეს ასევე არის „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს.
„ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, მოკავშირეების მხარდაჭერით, უკრაინა მოიგებს ამ ომს და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
და ამას დასჭირდება იმდენი დრო, რამდენიც სჭირო იქნება. მაგრამ უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, - თქვა სპრუდესმა.