კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, ლენინის ძეგლი აიღეს.
ინფორმაციას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტო ცარიელი კვარცხლბეკით. „სუჯაშიც გრძელდება დეკომუნიზაციის პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში
ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იდგა.