უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში ზოგიერთი მიმართულებით 1-დან 3 კილომეტრამდე წინ წაიწიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
„ჯარები აგრძელებენ ბრძოლას. ზოგიერთი მიმართულებით აქვთ წინსვლა 1-დან 3 კილომეტრამდე. ბრძოლა ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ზოგადად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა სირსკიმ.
ზელენსკის კითხვის საპასუხოდ გაცვლის ფონდთან დაკავშირებით, სირსკიმ თქვა, რომ „ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს მალაია ლოკნიას რაიონში“.
”იმედი მაქვს, იქ ბევრი ტყვეს აიყვანენ”, - თქვა სირსკიმ.
მან ასევე თქვა, რომ გენერალ-მაიორი მოსკალევი უკვე ასრულებს კურსკის ოლქში კომენდანტურის უფროსის მოვალეობას.