ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია უკრაინის მიერ კურსკის რეგიონში ესპანური იარაღის გამოყენების შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ თავად კიევი განსაზღვრავს, როგორ გამოიყენოს გადაცემული იარაღი.
ამის შესახებ რობლესმა ვალენსიში ნატო-ს შტაბში ვიზიტიასას ისაუბრა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების მიერ ესპანური იარაღის გამოყენების შესახებ, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ასეთ ინფორმაციას არ ფლობს
"ეს არის ომი და ამიტომ უკრაინა გამოიყენებს იმ აღჭურვილობას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერ მომენტში", - დასძინა მან.
ამავდროულად რობლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღი, რომელიც ესპანეთმა უკრაინას მიაწოდა, არის „თავდაცვითი იარაღი თავდაცვისთვის“.
მინისტრმა ასევე დარწმუნებულია, რომ ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ამ თავდაცვითი აღჭურვილობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ და უკრაინას „ყოველთვის ექნება ესპანეთის, ისევე როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ქვეყნების მხარდაჭერა“.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნით, გარდა Storm Shadow-ის რაკეტებისა.
უკრაინას ასევე შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს კანადის მიერ მიწოდებული ტანკები, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა რუსეთის ტერიტორიაზე.