რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„მოლაპარაკებების დროს განიხილება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.