რუსეთის დუმის დეპუტატმა, უშიშროების კომიტეტის წევრმა მიხაილ შერემეტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას იარაღის მიწოდებით რუსეთზე დარტმებისა და თავდასხმებისთვის, რეალურად მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდე მიიყვანეს.
„საომარი ტექნიკის დასავლური მოდელების არსებობაზე დაყრდნობით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით, აგრეთვე რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი მონაწილეობის შესახებ უტყუარი მტკიცებულებების არსებობაზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, - განუცხადა შერემეტმა „რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, „მარიონეტული კიევის რეჟიმს“ ამოფარებულმა ნატო-ს ქვეყნებმა ფაქტობრივად რუსეთზე თავდასხმის ნებართვა გასცეს.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 82 დასახლებაზე დაამყარეს. ასევე 6 აგვისტოდან უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 1 150 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებენ.