"თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიაზე (ცოტნე დადიანის ქუჩაზე) ე.წ. პატარა ხიდიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა.
ხიდიდან გადავარდნილი მამაკაცი მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამაშველო სამსახურიდან აცნობეს, მათთან შეტყობინება 14.36 საათზე შევიდა. შესაბამისად, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა და მამაკაცს დახმარება გაუწია.
ამჟამად დაზარალებული მიხაილოვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდის ჯებირიდან გადავარდა.