აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადააუკრაინას მიაწოდოს შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტები, რაც F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს მეტ საბრძოლო ძალას მისცემს. იუწყება Politico
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეთრი სახლის მზადყოფნა უკრაინა „ჰაერი-ზედაპირი“ კლასის რაკეტებით უზრუნველყოს, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ოპერაციის ფონზე გაჩნდა, რომელიც უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს. .
საბოლოო გადაწყვეტილება რაკეტების გაგზავნის შესახებ ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი რთულ დეტალებზე მუშაობენ.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გამანადგურებლებმა ასეთი რაკეტის გაშვება უზრუნველყონ.
საუბარია JASSM-ის მაღალი სიზუსტის ფრთოსან რაკეტაზე, რომელიც შექმნილია მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების მიღმა მდებარე უაღრესად დაცული სტაციონარული და მობილური სამიზნეების განადგურებისთვის.
ასეთი რაკეტების წყალობით უკრაინის საჰაერო ძალებს შეეძლებათ მტრის სამიზნეებზე თავდასხმა 320 კილომეტრზე მეტ მანძილზე.
მოლაპარაკებები გრძელდება თეთრ სახლში და პენტაგონში, ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, ვიდრე რაიმე სახის რაკეტა უკრაინას მიეწოდებაა.
კერძოდ, საჭირო იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ კიევში არსებულმა საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავებმა და ახლად მიწოდებულმა F-16-ებმა ასეთი რაკეტების გაშვება შეძლონ .