რუსეთის ირკუტსკის ოლქში რუსული სტრატეჰიული ბომბდამშერნი ტუ-22მ3 ჩამოვარდა.
ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ტუ-22მ3-მა კატასტროფა ირკუტსკის ოლქში გეგმიური ფრენის შესრულების დროს განიცადა.
მათივე ცნობით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო. თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა და ადგილზე დაზიანება არ მომხდარა.
კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.