ჩვენი საზღვრები თუ დაირღვევა, რუსეთი თავის ჯარს ბელარუსში გამოგზავნის, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა.
ლუაკშენკამ სამთავრობო სააგენტო „ბელტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი თავის ჯარს ქვეყანაში სამხედრო მხარდაჭერის მიზნით გაგზავნის.
„რუსეთი, {აგრესიის შემთხვევაში} ჩვენი შეთანხმების მიხედვით, შემოიყვანს თავის ქვედანაყოფებს, დადგენილია, რომელი არმია {შემოვა} ბელარსიში. ჩვენ მივიღებთ პირველ დარტყმას, შემდეგ კი რუსეთი დაგავზღვევს რეზერვში“, - თქვა ლუაკშენკამ.
ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ვიდრე მისი სახელმწიფო საზღვრები არ დაირღვევა.