უკრაინამ შექმნა პირველი სამხედრო კომენდატურა კონტროლირებად ტერიტორიაზე კურსკის ოლქში, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის სხდომაზე განუცხადა.
მისი თქმით, კომენდანტირის უფროსი გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი გახდა.
სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს 82 დასახლებაზე.
„ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 35 კილომეტრით შევიდნენ, ვაკონტროლებთ 1150 კვადრატულ კილომეტრს, 82 დასახლებულ პუნქტს”, - განაცხადა სირსკიმ.