სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.