უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები კურსკის რეგიონში სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ. იუწყება Financial Times.
გაცვლის მომზადებაზე მუშაობის ფაქტი გამოცემას დაუდასტურა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხედრო ტყვეებზე.
თუმცა, რუსი სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შესვლისას დაატყვევეს, არ სახელდება. მაგრამ გამოცემამ აღნიშნა, რომ მთავრობისა და სამხედრო მაღაკჩინოსნების თქმით, შეიძლება ასობით ტყვე იყოს. დატყვევებულთა შორის ბევრი ახალგაზრდა წვევამდელია.
გამოცემამ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები კურსკის რეგიონში 10-დღიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ დაიწყო.
გამოცემის ცნობით, რუსი სამხედროების დატყვევება გააძლიერებს კიევის პოზიციებს ათასობით უკრაინელი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის დაბრუნების მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით რუსული მხარე გამოვიდა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონში შექმნილი ვითარება აიძულებს რუსეთის ფედერაციას შეცვალოს თავისი პოზიცია, რომელიც ადრე შედგებოდა ახალი არგუმენტების მოძიებაში, რათა არ განხორციელებულიყო გაცვლა.
დღეს უკრაინამ გაცვლითი ფონდი რეკორდულად შეავსო. სპეცოპერაციის უკრაინელებს 102 რუსი ჯარისკაცი ჩაუვარდათ ხელში. მათ შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების 488-ე გვარდიის მოტომსროლელი პოლკის და ახმატის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები.