საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა, – ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.
„ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველ შეხვედრას თბილისში, 7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.
მაღალი მოთხოვნის გამო 12:57 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს გადასცდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 27 223 მაყურებელს იტევს.