ინტერპოლმა რუს მაიორ ევგენი ბორისოვზე, მერაბ ყოლბაიაზე და მუხრან ცხადაიაზე ძებნა გამოაცხადა. ეს პიროვნებები სექტემბერ-ოქტომბერში თბილისში მომხდარი ტერაქტების დაგეგვმასა და მონაწილეობისთვის იძებნებიან.
30 წლის ბორისოვზე, 31 წლის ყოლბაიაზე და 48 წლის ცხადაიაზე ძებნის ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ საიტზეც დევს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერ-ნოემბერში საქართველოში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ფაქტზე დაკავებულია 6 პირი. ზემოთ აღნიშნულ ყოლბაიაზე და ცხადაიაზე კი ძებნა გამოცხადდა.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილები შესაბამის დავალებას რუსი მაიორის, ევგენი ბორისოვისგან იღებდნენ.