სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ჩრდილოეთ კორეას, შესთავაზა შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, რომელიც განიხილავს დაძაბულობის განმუხტვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის გზებს და ასახავს თავის ხედვას მეზობლების გაერთიანების შესახებ. იუწყება Reuters
"ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, როგორც კი ჩრდილოეთ კორეა გადადგამს თუნდაც ერთ ნაბიჯს დენუკლეარიზაციისკენ. დიალოგმა და თანამშრომლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პროგრესი ორ კორეას შორის ურთიერთობებში," - განაცხადა იუნ სოკ იოლმა.
იუნმა გამოიყენა თავისი გამოსვლა, როგორც შანსი, წარმოედგინა გაერთიანების გეგმა და კვლავ მიემართა ფხენიანისთვის მას შემდეგ, რაც მისი მთავრობის ბოლო შეთავაზება დახმარებოდა ჩრდილოეთ კორეას, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვარში რომელიც, მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ უარყო.
ამავე დროს, გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ საზღვრის ორივე მხარეს მყოფი ადამიანების უმეტესობისთვის ერთიანი კორეა შორეულ პერსპექტივად გამოიყურება.
მეზობლებს შორის ურთიერთობები ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რადგან ჩრდილოეთ კორეა ცდილობს განავითაროს თავისი ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობები და მიისწრაფვის სამხრეთ კორეასთან კავშირების გაწყვეტისკენ.