"ბარსელონის" ნახევარმცველის, ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი დანით დაჭრეს, იგი ქალაქ ბადალონის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამის შესახებ Reuters-ი La Vanguardia-ზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, უცნობი პირი ნასრაუის თავს დაესხა ქალაქ მატაროში, ავტოსადგომზე. დაჭრილი სან რუტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ უკვე გამოავლინა რამდენიმე ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს გამოძიება და მოწმეების დაკითხვა, თუმცა ამ დროისთვის „ბარსელონის“ ფეხბურთელის მამაზე თავდასხმის გარემოებები უცნობია.