ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის აშკარა დამცირებაა.
„ე.წ. თავდაცვითი ხაზები, როგორც ჩანს, დაპროექტებულიც კი არ იყო, არ იყო ისე გაკეთებული, როგორც უნდა დაპროექტებულიყო.
ახლა მათ {უკრაინელებმა} დაიკავეს იმდენი ტერიტორია, რამდენიც შეძლეს შარშანდელი კონტრშეტევის დროს“, - აღნიშნა მან.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება მოსკოვთან შესაძლო „სამშვიდობო მოლაპარაკებების“ ფონზე.
"უკრაინელებმა გადაწყვიტეს საინტერესო თამაში, ისინი აძლიერებენ პოზიციებს და თუ მოახერხებენ ამ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას ან გარკვეული ტერიტორიის ცენტრებზე კონტროლს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათ მოლაპარაკების ძალას", - თქვა კაშიუნასმა.