კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 ათასი სამხედრო შევიდა, მათ შორის ბევრი დაქირავებული იყო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „ახმატის“ სპეცრაზმის მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.
„ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ 12 ათასია. ეს არის ზოგიერთი ბატალიონის და ბრიგადის დარჩენილი ნაწილები, რომლებიც განლაგებული იყო მთელს ფრონტზე, ისინი ყველგან მოხსნეს და აქ გადმოისროლეს. თავდაპირველად ბევრი უცხოელი იყო. ყველგან ისმოდა პოლონური, ინგლისური, ფრანგული ლაპარაკი“, - განაცხადა მან.