საფრანგეთში, მერთი და მოზელის დეპარტამენტში, ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. მფრინავებს ეძებენ. იუწყება L'Est Républicain. ერთმანეთს Mirage-ის ტიპის ორი გამანადგურებელი შეეჯახა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფა დღეს, შუადღისას მოხდა.
ერთ-ერთმა პილოტმა შეჯახებამდე კატაპულტირება მოასწრო. გამოცემის ცნობით, ის შემთხვევის ადგილზე იპოვეს, პილოტი დაშავებულია და გონზეა.
მეორე თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ინსტრუქტორსა და სტუდენტს ამ დრომდე ეძებენ.
AFP-ის ინფორმაციით, ყველა პილოტს საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. უკრაინელი პილოტები, რომლებიც საფრანგეთში გადიან სწავლებას, სხვა ბაზაზე იმყოფებიან და სხვა თვითმფრინავს იყენებენ.
სამხედრო ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ინციდენტის მიზეზების შესახებ ცნობებს მოგვიანებით გაავრცელებს, როგორც კი ახალი ინფორმაცია გაჩნდება.