უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ დღის დასაწყისიდან კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.
ამის შესახებ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
„მიმდინარე დღის დასაწყისიდან ჯარებმა გარკვეული მიმართულებებით {კურსკის ოლქში} 1-დან 2 კილომეტრამდე წინ წაიწიეს. დასახლებულ პუნქტ სუჯაში მტრის ძებნა და განადგურება დასრულებულია.
დღის დასაწყისიდან ტყვედ ჩავარდა მტრის 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა სირსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სირსკის გაცვლითი ფონდის
შევსებისთვის. სირსკიმ ასევე გააცნო ვითარება ყველა ძირითად მიმართულებაზე.