ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება თავი დაიცვას.
სტუბის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს კიევს და იკავებს უკრაინის მნიშვნელოვან ტერიტორიას.
„ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს უკრაინელების მოქმდებების შეზღუდვისთვის“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე.
"ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები იმაზე, თუ რა იარაღის გამოყენება შეუძლია უკრაინას და როგორ. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - დასძინა სტუბმა.