საჰაერო თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამხრეთ ლიბანში შიიტური ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამხრეთ ლიბანში შიიტური ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
„ისრაელის საჰაერო ძალებმა შეუტიეს „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს აითა ალ-შაბის რაიონში სამხრეთ ლიბანში“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მანამდე 'ჰეზბოლას» მებრძოლებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ისრაელის სამხედროების თავშეყრის ადგილზე შტულას ტყის სარტყელში ლიბან-ისრაელის საზღვარზე.
ისრაელის ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა, ჰეზბოლას წინააღმდეგ უფრო მკაცრი ქმედებების მომხრე იყო, ვიდრე ისრაელის ხელისუფლება.