იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც მომდევნო თვეში უნდა ჩატარდეს.
„მოახლოებულ არჩევნებში მნიშვნელოვანია ხალხის წინაშე ახალი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ჩვენება.
ამისათვის საჭიროა გამჭვირვალე და ღია არჩევნები და თავისუფალი და ღია დებატები, რომელშიც პარტიას შეუძლია დაამრკიცოს, რომ შეიცვლება.
ასე რომ, პირველი აშკარა ნაბიჯი არის ჩემთვის განზე გადადგომა. მე არ მივიღებ მონაწილეობას მომავალ თავმჯდომარის არჩევნებში“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ამასთან, კიშიდამ დასძინა, რომ აპირებს დარჩეს პოლიტიკაში და მხარი დაუჭიროს პარტიის ახალ ხელმძღვანელს. მან თავისი შემცვლელის კონკრეტული კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვა.
ფუმიო კიშიდას მხარდაჭერა კორუფციული სკანდალის ფონზე შემცირდა, რომელშიც მისი პარტიაა გარეული.
კიშდა პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებს.